9 აპრილს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში ჯგუფი “მგზავრების” მიერ კონცერტის დაგეგმვამ საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. კრიტიკოსებს “მგზავრების” სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი, სოციალური ქსელიდან პასუხობს:
“პატრიოტებო” პირველ რიგში ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანებს აქვთ უფლება მოწონდეთ, ან არ მოწონდეთ ჯგუფი “მგზავრების” მუსიკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა წერილები, მირეკავდნენ ჟურნალისტები და მინდა რომ ყველას გაგცეთ პასუხი.
დიდი მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და “დედის გინების” ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს.
ჯგუფი მგზავრები წლებია უკრაინაში არიან, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფად, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო ტურნე 1 წლით ადრე არის გაწერილი.
ამაზე აქცენტი არ კეთდება და ესეთი გამოხმაურებაც არ მახსოვს “მგზავრების” წარმატებაზე, ესეც გასაგებია, აქ ბედნიერებას და წარმატებას ვერ გპატიობენ. მიხარია რომ ლოკალურ სივრცეში არ დარჩნენ და წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს, განვითარდნენ რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია.
რაც შეეხება 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტს, რომელიც პეტერბურგში გაიმართება. პატრიოტიზმია ოკუპანტ ქვეყანაში მოახერხო ამ თემას შეეხო! ადვილია ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება.
“მგზავრები” პეტერბურგში აქცია -კონცერტს გეგმავს, ვიდეო ინსტალაციით, წუთიერი დუმილით. ჩვენი იარაღი ჩვენი საქმეა, ჩვენი იარაღი არის სტერეოტიპების მსხვრევა ახალ თაობაში რომ “გრუზინი” ის არ არის, რაც მათ ჰგონიათ. გიგი ოკუპანტების ქვეყანაში მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, მათ შორის უკრაინის თემაზეც.
პ.ს ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ.
უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ, ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში, მაგრამ ყველა იგივე რთულ გზას არ გადის, გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა, იღბლიანია 🙂 ძალიან ვაფასებ ნიკას ბიოგრაფიას რომ თავისი თავი შექმნა, ალბათ გადაღლილია და “ქართველი ვაჟკაცივით” დედის გინებაზეა გადასული.
ამასობაში მგზავრები აგრძელებენ ტურნეს მთელი წელი გაწერილია მომავალი თვის ბილეთები წინასწარ გაყიდული.
საზოგადოებრივი ინიციატივა მაქვს, რომ ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს.
წარმატებულ დღეს გისურვებთ”, – წერს ნინი დედალამაზიშვილი “ფეისბუქში”.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გავრამია ნინი დედალამაზიშვილის ამ პოსტს „ფეისბუქზე“ პასუხობს:
„გიგი დედალამაზიშვილის დავ, თუ იმას იზამენ მგზავრები, რასაც თქვენ წერთ და რაც ჯერ არავის არ უქნია, არათუ უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს, მაღალ ღმერთებსაც ვთხოვ, ყველა პატრიოტს შეეწიოს, მგზავრების ჩათვლით.
მანამდე, ანუ სანამ ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს არ ვიხილავთ, ჩემი დამოკიდებულება უცვლელი რჩება სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს მტრისთვის გამართულ ცეკვათამაშზე მტრის ბუნაგში. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებ ჩემს მიმართვას – მაღალო ღმერთებო, თქვენ შე***თ ყველა გა********ულს.“ – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ „მგზავრების“ მიერ 9 აპრილს რუსეთში კონცერტის დაგეგმვამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მწვავე ფეისბუქსტატუსი გამოიწვია:
“უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები და იქ ფეხზე დამდგარები, რუსეთს გაეშურნენ. თან 9 აპრილს იმღერებენ (თუ იმას, რასაც შვრებიან, სიმღერა ქვია).
ო, მაღალო ღმერთებო, თქვენ შ***ით ყველა გამო******ულს.
გმადლობთ.” – წერდა ნიკა გვარამია.