ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვფიქრობ, წიაღისეულზე შეთანხმებას აღვადგენ, მაგრამ არჩევნების ჩატარების დროა” – ტრამპი

“ჩვენ იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება გვქონდა, უკრაინა ამაზე დათანხმდა, მეტ-ნაკლებად… და შემდეგ სკოტ ბესენტი მართლაც ჩავიდა იქ და ძალია უხეშად მოექცნენ, რადგან არსებითად მას უარი უთხრეს. ზელენსკის ეძინა და მიუწვდომელი იყო რომ შეხვედროდა მას, მან მრავალი საათით იმგზავრა მატარებლით, რაც სახიფათო მგზავრობაა, და ჩვენ ფინანსთა მინისტრზე ვსაუბრობთ. ის იქ ჩავიდა, რათა დოკუმენტზე ხელი მოეწერათ და როცა იქ ჩავიდა, უკან არაფრით დაბრუნდა. დოკუმენტს არ მოაწერეს ხელი… ვფიქრობ, შეთანხმებას აღვადგენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცები დიდად არ გაახარებთ მათ. და არჩევნების ჩატარების დროა. დიდი ხანია, არჩევნები არ ყოფილა.”

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უცხოურ მედიასთან განაცხადა.
იტვირთბა....