ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე ტიტუშკების თავდასხმას ეხმიანება და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები.
“აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები მოხდა საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე.
ესტონეთი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს,” – წერია განცხადებაში.