რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებას ავრცელებს.
პესკოვის თქმით, საჭიროა უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების გათვალისწინება“.
„პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის. ამასთან, სამართლებრივი შეთანხმებების ფორმალური გაფორმება სერიოზულ განხილვას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ზელენსკის ლეგიტიმურობის შესაძლო გაპროტესტებაზე მიუთითებს“, – კრემლის პრესსპიკერმა.