“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს, ამის შესახებ ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა, სინდისის პატიმრებს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში.
შეგახსენებთ, რომ მზია მაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.
ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.