ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე. გვსურს ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ,  აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

მაკრონის თქმით, მათ სურთ ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში.

ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. ამის მისაღწევად, რუსეთმა აგრესია უნდა დაასრულოს და ამას უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიები უნდა ახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ყველა ევროპელთან, ამერიკელთან და უკრაინელთან ერთად.”- წერს მაკრონი პლატფორმა X-ზე.

 

იტვირთბა....