ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ამის შესახებ არაფერი ვიცოდით – უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მივიჩნევთ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ არაფერი იცოდა აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთშია დაგეგმილი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა უკრაინა მონაწილეობას საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაში, სადაც ზელენსიმ განაცხადა, რომ უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში და ოფიციალური კიევის მონაწილეობის გარეშე უკრაინის შესახებ მიღებულ შეთანხმებებს არ აღიარებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ „18 თებერვალს საუდის არაბეთში მის ოფიციალური ვიზიტს არავითარი კავშირი არ აქვს აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოვლენებთან“.

 

იტვირთბა....