ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უცხოური მედიების წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს.
„ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ ამ თემაზე.“- აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა ტერიტორიული ამბიციები აქვს პუტინს, ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინთან იგივე კითხვა მასაც ჰქონდა.
„მე ვფიქრობ, რომ მას სურს შეაჩეროს ომი. ეს იყო ჩემი შეკითხვა მისთვის. რადგან თუ ის გააგრძელებს ომს, ეს ჩვენთვის და მათ შორის ჩემთვისაც დიდი პრობლემა იქნება.” – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ომის დასრულება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს.