ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნათია თურნავა სასამართლოს ჩვენებას აძლევს – გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩვენებას აძლევს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე თურნავას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა, მოტივად კი კომერციული საიდუმლო დაასახელა.

შეგახსენებთ, ივანიშვილი ბაჩიაშვილს 8000-მდე ბიტკოინის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

იტვირთბა....