ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა… იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის” – მზია ამაღლობელი

ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა, – ეს სიტყვები მოშიმშილე ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ეკუთვნის, რომლის ციხიდან გამოგზავნილი წერილიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებმა წაიკითხეს.

“ფაქტი, რის გამოც, დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის სიტყვის და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა, თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში, იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი, არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“ – აცხადებს ამაღლობელი.

იტვირთბა....