უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკითხზე ისაუბრა.
ზელენკი ამბობს, რომ უკრაინა არ მიიღებს მის გარეშე დადებულ შეთანხმებას.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ წავიდეს, რომლითაც მას უნდა, რომ მოლაპარაკება ორმხრივი იყოს – მას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა, ჩვენ გარეშე დადებულ შეთანხმებას არ მივიღებთ. მე მჯერა, რომ ევროპელებიც უნდა იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრი. მე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის პრიორიტეტია და აშშ-ის გარეშე გარანტიებს ვერ ვხედავთ. მე ვიცი, რომ ამერიკელებს არ უნდათ, ჩვენ NATO-ს ს წევრი გავხდეთ – სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.