„მედიაჩეკერთან” ინტერვიუში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელს მიმართავს:
„ძვირფასო ჟურნალისტო, ქალბატონო მზია. მოგესალმებით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ამ მართალ, ღირსეულ და ჭეშმარიტ გზაზე სიარული კვლავაც გააგრძელეთ გამბედავად ისევე, როგორც ამას აქამდე მიზანსწრაფულად და ღირსეულად აკეთებდით.
გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ, შეუქცეველ, უდრეკ და სიმართლისმოყვარე მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს!
დიქტატურის ზღურბლზე მდგარ და დიქტატურის საზიზღარ გზაზე მჩოჩავ საქართველოს მთავრობას კი ამ მცდარი გზიდან უკან მობრუნებისკენ, დაწყებული რეპრესიების შეწყვეტისკენ, თუკი ხალხის ერთგულებითა და დემოკრატიით მსახურება არ ძალუძს, მაშინ გადადგომისკენ მოვუწოდებ. მოვითხოვ, ჟურნალისტ ქალბატონი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ქალბატონო მზია, როგორც აზერბაიჯანის ლეგენდარული მხედართმთავარი ბაბექი ამბობს: „40 წელი უღელქვეშ ხოხვას, ერთი დღით თავისუფლად ცხოვრება უფრო ღირსეულია, აღმატებულია”, – თქვა სადიგოვმა „მედიაჩეკერთან” ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი საქართველოს ციხეში უკვე 145 დღეა შიმშილობს, „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კი 32-ე დღეა.