ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოეს მომავალში დაანონსებული დიდი აქციები – იხილეთ ჩამონათვალი

აქტივისტების მიერ უახლოეს მომავალში მორიგი 3 დიდი აქცია დაანონსდა:

18 თებერვალი — „ბოლომდე!“

„18 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შევიკრიბებით საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ერთპიროვნულ, დე-ფაქტო, არალეგიტიმურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, თავისივე დაბადების დღეზე, შევახსენებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და ვიბრძოლებთ ბოლომდე – სამართლიანი არჩევნებისთვის, სინდისის პატიმრების გათავისუფლებისთვის და თავისუფალი ქვეყნისთვის!
მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი ვიყოთ, ამიტომ გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია და მოიწვიოთ თქვენი მეგობრები ივენთზე. ჩვენი ხმა გადამწყვეტია – 18 თებერვალს ყველა რუსთაველზე!“

25 თებერვალი — „დუმდა სიონი, არ დუმდა ხალხი!“

„25 თებერვალი – ეს თარიღი ქართველებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია და თბილისის გასაბჭოების ამ თარიღზე არ დავუშვებთ, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა კვლავაც დაწერონ მსგავსი ლექსები, რომ “დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!” ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ამ ისტორიას მეორედ!
მნიშვნელოვანია, ამ დღეს რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და ივენთზე მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი“

7 მარტი — „უწყვეტი პროტესტის მე-100 დღე„

7 მარტი – მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე.
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას!
მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და ივენთზე მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი!“

იტვირთბა....