აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის საკითხის შესახებ ისაუბრა.
„მათ შეიძლება შეთანხმება დადონ, შეიძლება არ დადონ. შეიძლება ერთ დღეს რუსები გახდნენ, შეიძლება რუსები არ გახდნენ…
მინდა ჩვენი თანხები დაცული იყოს. ჩვენ ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. მათ ვუთხარი, რომ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი ლითონები მინდა და ისინი ამის გაკეთებას დათანხმდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.