ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის 9 მონაწილე, სასამართლომ 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის 9 მონაწილე, სასამართლომ 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმა.

პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობდა. მუსიკოს ნინო ქათამაძეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას, ასევე ჟურნალისტებსა და ფსიქოლოგებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილს ედავებოდნენ.

მათ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია 26 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან  გამართეს.

იტვირთბა....