„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ ოპოზიციის ერთიანობის პრობლემაზე ისაუბრა.
„შეიძლება, საზოგადოებას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო ერთიანობის მხარდაჭერა. ჩვენ მაშინაც და ახლაც მიგვაჩნია, რომ რუსეთის და რუსული რეჟიმის დამარცხება ივანიშვილის სახით, ძალიან რთულია ფრაგმენტირებული ფრონტის პირობებში. ჩვენ 12 წელია, ამ ბრძოლაში ვართ. შესაბამისად, ყველა ვიცნობთ ქვეყნის მოწინააღმდეგეს და ვინ არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ხალხის მტერი – ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ახლაც, ისევე როგორც არჩევნებამდე, მიგვაჩნია, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.