შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა გასულ თვეში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 37 მოქალაქე გააძევა.
მათი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.
“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა – მოლდოვას, ეგვიპტის, სომხეთის, რუსეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის და ნიგერიის – ჯამში 37 მოქალაქე”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.