ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრამპი თეთრ სახლში რწმენის ოფისის შექმნას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დააარსებს თეთრი სახლის რწმენის ოფისს და გენერალურ პროკურორს, პამ ბონდის დაავალებს, გამოავლინოს და აღმოფხვრას ანტიქრისტიანული მიკერძოების შემთხვევები ფედერალურ მთავრობაში.

„ამ სამუშაო ჯგუფის მისია იქნება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმა ფედერალურ მთავრობაში, მათ შორის იუსტიციის დეპარტამენტში, სადაც მდგომარეობა საგანგაშოა, ასევე შემოსავლების სამსახურსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ის შექმნის ახალ საპრეზიდენტო კომისიას რელიგიური თავისუფლების საკითხებზე.

„ყოველთვის დავიცავ რელიგიურ თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, დღეს პატივი მაქვს, გამოვაცხადო, რომ ვქმნი ახალ საპრეზიდენტო კომისიას რელიგიური თავისუფლების საკითხებზე. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და კომისია დაუღალავად იმუშავებს ამ ფუნდამენტური უფლების დასაცავად. თუ არ გვექნება რელიგიური თავისუფლება, მაშინ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი ქვეყანა, შესაძლოა, საერთოდ არც გვქონდეს ქვეყანა. მე სწორედ ღმერთმა გადამარჩინა“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება მთავრობის მხრიდან რელიგიის მხარდაჭერას ზღუდავს.

იტვირთბა....