ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯაბა სამუშია მზად არის დაკავებული სტუდენტის, ნიკოლოზ კუტუბიძის ადვოკატს შეხვდეს” – თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის ნიკოლოზ კუტუბიძის თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც მატ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  რექტორი, ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის ნიკოლოზ კუტუბიძის თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს.

თსუ-ს ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არკვევენ დამატებით დეტალებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს”, – წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

იტვირთბა....