საზოგადოება

ლურჯი ბრილიანტი 31 მილიონად გაიყიდა

უნიკალური ლურჯი ბრილიანტი სოთბის აუქციონზე, ჰონგ-კონგში,  რეკორდულ ფასად,  31 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა.

ლურჯი ბლირიანტის წონა 10.1 კარატია. ის სამხრეთ აფრიკის მაღაროშია აღმოჩენილი და ათასწლეულის ძვირფასეულობის კოლექციაშია შესული.

 

ძვირფასი ქვის საწყისი ფასი აუქციონზე 30 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ვაჭრობის დაწყებისთანავე ფასი ჯერ 28 მილიონამდე დაეცა, რამდენიმე წუთში კი 31 მილიონს გადააჭარბა. მისი მყიდველის ვინობას სოთბი არ ასახელებს.

 

იტვირთბა....