ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით,  გადადგომის შესახებ განცხადებას ვუჩევიჩი დღეს, დღის განმავლობაში გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ,  გუშინ, სერბეთში, გაფიცულმა სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ბელგრადში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგისტრალი, 24 საათით გადაკეტეს.

სერბეთში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი კორუფცია, ნეპოტიზმი და უხარისხო სამშენებლო სამუშაოებია და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ პასუხი აგოს მომხდართან დაკავშირებით.

იტვირთბა....