საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სერბეთის პრემიერის, მილოშ ვუჩევიჩის გადადგომას გამოეხმაურა.
„სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს … ორთვიან პროტესტის შემდეგ გადადგა პრემიერი! ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს!“, – წერს ზურაბიშვილი.