„ბათუმელების“ ცნობით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამ სტუდენტს და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვეს.
გირაოს თანხა 5 000 ლარია.
შეგახსენებთ, ბსუ-ის სტუდენტებსა და დეკანს 3 დეკემბერს, უნივერსიტეტში მისულ ბათუმის მერიის მაღალჩინოსანზე, ირაკლი დევაძესა და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე ძალადობას ედავებოდა.