ექიმი გიორგი ახობაძე, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
გიორგი ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და პოლიციას ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
ახობაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობას გულისხმობს.