საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ბიზნესმენთა ნაწილის მიერ არჩევნების მოთხოვნაზე ისაუბრა.
„ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას. ასეთი ადამიანები, ვისაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება, მუდმივად საუბრობენ კრიზისზე, რომელიც არასდროს არ დადგა, მადლობა ღმერთს, ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში…
რეალურად ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები. ისინი ასე ლაპარაკობენ უკვე წლებია. 2020 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით, ისინი საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე. საბოლოო ჯამში, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა და თქვენ ხედავთ, რომ ამ განცხადებების ფონზე, ჩვენ შევძელით და ეკონომიკა ოთხ წელიწადში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით“, – აღნიშნა მან.