ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვარზე უსაფრხოების გაზრდის მიზნით 1 500 სამხედროს გზავნის

პენტაგოგნმა განაცხადა, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე 1 500 სამხედროს გზავნის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.
თავდაცმის მინისტრის, რობერტ სალეს თქმით, სამხედროები საზღვარზე ვერტმფრენებით გაფრინდებიან და სასაზღვრო პოლიციას დახმარებას გაუწევენ ბარიერების აღმართვაში. პენტაგონი ასევე აპირებს დაკავებული 5 000-მდე მიგრანტის დეპორტაციისთვის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს სამხედრო თვითმფრინავით დაეხმაროს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლასა და გამკაცრებაზე ისაუბრა. მან აღმასრულებელი ბრძანებებით შშ-სა და მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იტვირთბა....