აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა იემენელი “ჰუსიტების” დაჯგუფება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიაში პირველი პრეზიდენტობის დროსაც შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ჯო ბაიდენმა, მისი პრეზიდენტობის დროს შეცვალა და “ჰუსიტები” აღნიშნული სიიდან ამოიღო.
ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერორისტული დაჯგუფება საფრთხეს უქმნის აშშ-ს მშვიდობიან მოქალაქეებსა და პერსონალს ახლო აღმოსავლეთში, ასევე, ემუქრება მათი რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოებაა და გლობალური საზღვაო ვაჭრობის სტაბილურობას.