ინდოეთში, შტატ მაჰარაშტრაში სარკინიგზო ავარია მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, მატარებელში ხანძრის გაჩენის შესახებ გამაფრთხილებელი სიგნალი ამოქმედდა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია და მათ მოძრავი მატარებლიდან გადახტომა გადაწყვიტეს – რელსებზე გადახტომის შემდეგ მათ მეორე მხრიდან მომავალი მატარებელი დაეჯახათ.
ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად კიდევ 5 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ უცნობმა პირმა ხანძრის გაჩენის სიგნალი განგებ აამოქმედა.