მიმდინარე აქციებისას დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პატიმრობაში სასამართლომ დატოვა.
მათ ბრალდების მხარე ე. წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.
შეგახსენებთ, რომ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.