ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ტიტე აროშიძე რექტორად აირჩია.
რექტორობისთვის კანდიდატს 11 წევრიანი აკადემიური საბჭოდან უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ტიტე აროშიძემ კენჭისყრის შედეგად საბჭოს წევრების 10 ხმა მიიღო.
აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
იტვირთბა....