ახალი ამბები

“ჩვენ შევუცვლით მექსიკის ყურეს სახელს და მას დაერქმევა ამერიკის ყურე”- ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის ყურეს სახელი გადაერქმევა და მას „ამერიკის ყურე“ დაერქმევა.

ეს განცხადება ტრამპმა ინაუგურაციაზე გააკეთა.

„ამერიკის შეერთებული შტატები დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ყველაზე მძლავრი, ყველაზე პატივსაცემი ერი მსოფლიოში, ერი, რომელიც შთაგონების წყაროა მთელი მსოფლიოსთვის. თქვენი დრო მოვიდა ახლა! ჩვენ შევუცვლით მექსიკის ყურეს სახელს და მას დაერქმევა ამერიკის ყურე,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა. მანამდე კი, შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.

იტვირთბა....