ახალი ამბები

“მე დღეს ხელს მოვაწერ ისტორიულ ბრძანებებს… გამოვაცხადებ მნიშვნელოვან საკითხად ჩვენი საზღვრების დაცვას” – ტრამპი

“მე დღეს ხელს მოვაწერ ისტორიულ ბრძანებებს, რომელიც საფუძველს დაუდებს ამერიკის აღორძინებას და საღი აზროვნების დაბრუნებას”- – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ. 

“მე გამოვაცხადებ მნიშვნელოვან საკითხად ჩვენი საზღვრების დაცვას. ნებისმიერი არალეგალური შემოსვლა იქნება ადგილზევე შეჩერებული და მილიონებით კრიმინალს გავაძევებთ ამ ქვეყნიდან. მე დავასრულებ ჩვენ ქვეყანაში არალეგალურ შემოსვლას”, – განაცხადა ტრამპმა”.

მან ჯარის გაძლიერების უპირატესობაზეც ისაუბრა.

“”ისევე როგორც 2017 წელს, ჩვენ შევქმნით ისეთ ძლიერ ჯარს, რომელიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს… ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა ის იქნება, რომ მე ვიქნები მშვიდობის შემქმნელი და გამაერთიანებელი”.

დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა. მანამდე კი, შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.

იტვირთბა....