“ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება. ამიერიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისევ პატივსაცემი იქნება. ყველა ერის პარტნიორი ვიქნებით”– განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ.
“ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პერიოდში, ყოველ დღეს ვიმუშავებ იმაზე, რომ ამერიკა პირველ ადგილზე დავაყენო. ჩვენი სუვერენიტეტი იქნება აღდგენილი, ჩვენი უსაფრთხოება იქნება აღდგენილი და სამართლიანობის სასწორი დაბალანსებული იქნება”- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა. მანამდე კი, შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.