რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცის დადებამდე მიულოცა და თქვა, რომ რუსეთი ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზადაა.
პუტინის თქმით, მოსკოვი მზადაა აშშ-სთან “უკრაინის კონფლიქტის” შესახებ საუბარი გამართოს და “კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა” მოითხოვა.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, კაპიტოლიუმის შენობაში საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.