ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

“ღირსებით ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და შეძლებისდაგვარად გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავუფრთხილდე, შევინარჩუნო და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია. დაე, ღმერთი დამეხმაროს” – დონალდ ტრამპი.

ტრადიციის თანახმად, სიტყვები “ღმერთი შემეწიოს” ჯორჯ ვაშინგტონმა დაურთო თავის ფიცს პირველი ინაუგურაციის დროს. მას შემდეგ ეს ტრადიციად იქცა და ამ ფრაზას ყველა პრეზიდენტი იმეორებდა, გარდა თეოდორ რუზველტისა, რომელმაც ფიცი ასე დაასრულა “და ამიტომ ვფიცავ”.

დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა. მანამდე კი, შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.

იტვირთბა....