ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში გამოცემა “ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილს აზიარებს.
დენიელ ფრიდი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ტირანიისადმი ქართველების წინააღმდეგობა შთამბეჭდავია.
ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია და, თუ ისტორიით ვიმსჯელებთ, ის შთააგონებს ქართველებს ხანგრძლივი ბრძოლისთვის მათი და ჩვენი თავისუფლებისთვის” – წერს დენიელ ფრიდი.