ცესკო-მ თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს დანიშნა და პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, სპეციალური განაცხადების წარდგენისკენ მოუწოდა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.