18 იანვარს, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული რეჟისორი, გურამ მაცხონაშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
მაცხონაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – მას სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას) და 174/1 (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების დარღვევას ედავებიან.
მაცხონაშვილთან ერთად კიდებ 5 ადამიანი დააკავეს, 4 მათგანი გუშინ გაათავისუფლეს. რომან აკოფოვი კი ცოტა ხნის წინ, გაათავისუფლეს – ოლიგარქის სასამართლომ ის 2 200 ლარით დააჯარიმა.
ფოტო: პუბლიკა