რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წელი მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა.
პროკურატურამ მისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.