ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ალ ჯაზირას“ ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 73 ადამიანი ემსხვერპლა

„ალ ჯაზირას“ ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 73 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი, ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშები განხორციელდა ღაზის სამხრეთში, ქალაქ ხან იუნისში, ასევე არაბული ანკლავის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში.

შეგახსენებთ, გუშინ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა.

კატარის პრემიერ-მინისტრმა ალ-ტანიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისრაელი და პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ის 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

იტვირთბა....