აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მოსამართლე ანატოლი გიგაური ისევ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ანატოლი გიგაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გიგაურს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება, თუმცა ბრალდებულის ჩვენებით, რომელიც მან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე, სასამართლოს მან ჯერ კიდევ ნოემბერში მისცა, თავად გახდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის სამიზნე.

ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს

მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოსამართლე მგელიაშვილმა დღეს 21 წლის მათე დევიძეც პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....