„რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე მსხვილმა „რესპუბლიკელებმა” არაფერი ვიცით და არ მგონია, რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
„მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის იმდენად, რამდენადაც ჩვენ, „რესპუბლიკელებმა“ ამის შესახებ არაფერი ვიცით. შეიძლება ვინმემ რაიმე იცის, მაგრამ მე არ ვიცი და ძალიან მსხვილმა „რესპუბლიკელებმა“ არ იციან და არა მგონია რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თანამდებობა დატოვოს და ამ შემთხვევაში მას პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ჩაანაცვლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხიდაშელთან ერთად პოსტი შესაძლოა კიდევ რამდენიმე მინისტრმა დატოვოს.