ჯანდაცვა

ხალხური რეცეპტი: სიგარეტის თავის დანებების იოლი ხერხი

1, იღებენ 2 კოვზ შვრიას, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, 2­ჯერ მიჰყავთ ადუღებამდე. ამის შემდეგ აჩერებენ 1 სთ. წურავენ და სვამენ 1/3 ჭიქას 4­5­ჯერ დღეში, 3­4 კვირის განმავლობაში.

2, იღებენ 1 ს.კ. ევკალიპტის ფოთოლს, ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ, წურავენ, უმატებენ 1 ს.კ. თაფლსა და 1 ს.კ. გლიცერინს.

მიღება: 1/4 ჭიქა 5­7­ჯერ დღეში 3­4 კვირის განმავლობაში.

3, ივლებენ პირში სასმელი სოდის წყალხსნარს (1 ს.კ. სოდას 1 ჭიქა წყალზე) რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოუნდებათ.

4, ჩაი ­ “ბალზამი” მწეველებისათვის:

იღებენ 1 ჩ.კ. მშრალ ჩაის, 0,5 ჩ.კ. ვარდკაჭაჭას, 0,5 ჩ.კ. ჭინჭარს, 0,5 ჩ.კ. პიტნასა და 1/4 ჩ.კ. ვალერიანს. ინახავენ დახურულ ქილაში. როცა მოწევა მოუნდებათ, ამ ნარევიდან იღებენ 1 ჩაის კოვზს, უმატებენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 8­10 წთ.

სვამენ ამ ჩაის საკაზმთან ერთად, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

1 ს.კ. გახეხილ უმ ჭარხალს უმატებენ 1 ჩ.კ. ქიშმიშს, 1 ჩ.კ. თაფლს და 1/4 ლიმონს (წვრილად ჭრიან).

ურევენ ერთმანეთში და აყოლებენ ჩაის. ჩაის საკაზმით მაშინ ღებულობენ, როცა მოწევა მოუნდებათ. მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მარილიანის, ხორცეულისა

და შებოლილი პროდუქტების მიღება.

mlk.ge

იტვირთბა....