კულინარია

რეცეპტი: უგემრიელესი სამარხვო სპაგეტი სოკოთი

სოკო და ხახვი დაჭერით  მსხვილად და მოთუშეთ 5-7 წუთის მანძილზე.

პომიდორი ჩააგდეთ ცხელ წყალში, მოაცილეთ კანი და შემდეგ გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაამატეთ სოკოს მასას გახეხილი პომიდორი, ტომატპასტა, მარილი, ლიმონის წვენი, დაფქული წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი და რეჰანი, თუშეთ კიდევ 5 წუთის მანძილზე. ჩვეულებრივი წესით მოხარშეთ სპაგეტი და გადაწურეთ.

ამოიღეთ სპაგეტი თეფშებზე და მოასხით ზემოდან სოკოიან-ტომატიანი სოუსი.

ინგრედიენტები:

სპაგეტი

ქამა სოკო 6ც

ხახვი 1ც

პომიდორი 4ც

ტომატპასტა 2ს/კ

ლიმონის წვენი 1ჩ/კ

ზეთი

მარილი, წიწაკა, ნიორი და მწვანილი გემოვნებით.

იტვირთბა....