უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიტორ ორბანმა განაცხადა.
ვიქტორ ორბანის ცნობით, უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
„ვიდრე უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

