აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანისთვის შეთავაზებული 15-პუნქტიანი გეგმა მოიცავს ბირთვულ განიარაღებას, ამერიკისთვის ბირთვული მასალების გადაცემას და ირანის მიერ მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერის შეჩერებას – „სქაი ნიუსი“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის შეთავაზებული 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავს თეირანის ბირთვულ განიარაღებას, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბირთვული მასალების გადაცემას და ირანის მხრიდან მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერის შეჩერებას.

ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ისრაელის ტელელარხზე, Channel 12-სა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

კერძოდ, 15-პუნქტიანი გეგმა მოიცავს:

ირანმა უნდა გაანადგუროს თავისი ბირთვული შესაძლებლობები; უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არასდროს დააპირებს ბირთვული იარაღის შექმნას; ირანი აღარ გაამდიდრებს ბირთვულ მასალას; ყველა გამდიდრებული მასალა აშშ-ს გადაეცემა; არსებული ბირთვული ობიექტები განადგურდება, გაუქმდეება ნატანზის, ისპაჰანისა და ფორდოუს ბირთვული ობიექტები; ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს როლი გაძლიერდება, სააგენტო მიიღებს წვდომას ირანის პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ბირთვულ ინფორმაციაზე; ირანი უარს იტყვის თავისი მარიონეტული ჯგუფების, „ჰეზბოლასა“ და „ჰუსიტების“ მხარდაჭერაზე; შეწყვეტს მარიონეტული ძალების დაფინანსებას და შეიარაღებას; ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ღია დარჩება როგორც თავისუფალი საზღვაო ზონა და მომავალში ღია იქნება; ირანი შეზღუდავს თავისი რაკეტების რაოდენობას და დიაპაზონს; ირანი რაკეტებს მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენებს.

ამის სანაცავლოდ, ირანის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება; ირანი შეიმუშავებს სამოქალაქო ბირთვული ენერგიის პროგრამას (ირანს დახმარებას გაუწევენ ბუშერში სამოქალაქო ბირთვული პროექტის შემუშავებაში).

იტვირთბა....