კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ოლქში, ამ დრომდე ვერ ხერხდება 7 იანვარს, ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძრების ლოკალიზება.
ხანძარმა უკვე იმსხვერპლა, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე, ევაკუირებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი.
ყველაზე ძლიერი ხანძარი სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარე პასიფიკ- პალისეიდსის რაიონშია, სადაც სახანძრო სამსახურის მონაცემებით, უკვე განადგურებულია, სულ მცირე, 1000 სახლი და სხვა შენობა.