“ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით… ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს.
[საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.” – ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” თანაავტორი, დემოკრატი სტივ კოენი.