პანამის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავიერ მარტინეს-აჩამ, პანამის არხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, პანამის არხის სუვერენიტეტი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება.
„პანამის არხი ჩვენი ბრძოლის ისტორიის ნაწილია“, – განაცხადა მარტინეს-აჩამ.
შეგახსენებთ, ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პანამის არხი, რომელიც აშშ-მა ააშენა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ნაწილობრივ გადასცა პანამას 1977 წელს, სრულად კი – 1999 წელს, ახლა ჩინეთის მიერ არის მართული.