„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალური ქსელით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ოცნებამ, დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული. ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე მიაწვება და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება.
ამის დეკლარაციაა ეს ტექსტი.
ps დიქტატურები თავისით არ სრულდება. დიქტატურებს ასრულებენ“, – წერს გვარამია.
ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ განცხადებას გაეცანით აქ.